пятница, 31 мая 2013 г.

1.პროექტის სახელი: გაიცანით საქართველო
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეები მოაგროვებენ ცნობებს საქართველოს ღირშესანიშნაობების,ისტორიული ფაქტების,ლიტერატურის, ფოლკლორის, სამზარეულოს შესახებ, წარმოადგენენ ამ ცნობებს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე და გააცნობენ სხვებს თავიანთ ქვეყანას
3.პროექტის აქტულურობა: ეს პროდუქტი დახმარებას გაუწევს იმ უცხოელ სტუმრებს, ვისაც სურს საქართველოს შეახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღება და  იმ ქართველ პირებსაც, რომელთაც სურთ უცხოელებთან წარადგინონ თავიანთი ქვეყანა.
4.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია ბავშვებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება,საკუთარი სამშობლოს უკეთ გაცნობა და მისი წარდგენა,კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, უცხო ენაზე წერის და მეტყველების უნარის გაუმჯობესება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.დაინტერესების შემთხვევაში საშუალება ექნებათ დაინტერესებულ პირებს ბევრი გაიგონ საქართველოს შესახებ
5. მონაწილეთა ასაკი\კლასები: 14-17 წელი,მე-9,მე-12კლასები

6.ვადები,ხანგრძლივობა: ერთი თვე

7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძლება შეიქმნას და ინტერნეტში განთავსდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ სხვადასხვა ენაზე.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:

9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჩაატარებს კვლევას თითო მიმართულებით.
პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე(სად მდებარეობს, როდის აშენდა, რით გამოირჩევა)

მეორე ჯგუფი-მოიძიებს მასალებს იმ ისტორიულ ფაქტებსა და პიროვნებებზე, რომლებიც მეტყველებენ ქართველების პატრიოტიზმზე, რწმენის სიმტკიცეზე, მეგობრობაზე და სხვა საამაყო თვისებებზე(ცოტნე დადიანის გმირობა, დემეტრე თავდადებული, ასიათასი მოწამე და სხვა)
მესამე ჯგუფი-მოიძიებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს, ისაუბრებს ქართული სიმღერის მრავალხმიანობაზე და ქართული ცეკვის ტრადიციებზე.
მეოთხე ჯგუფი-წარმოადგენს ქართულ სამზარეულოს, ნაციონალურ კერძებს,ქართული სუფრისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს.
მეექვსე ჯგუფი-ისაუბრებს ქართულ ანბანზე, უძველეს და თანამედროვე ლიტერატურაზე,წარმოადგენს თარგმანებს,ან ნაწყვეტებს თარგმანებიდან.
მეშვიდე ჯგუფი-წარმოადგენს საქართველოს ბუნებას, მის ფლორასა და ფაუნას.
10.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: ხდება იტეგრაცია უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში, ასევე ისტორია-გეოგრაფიასთან და ბიოლოგიასთან
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნაია ჩახუნაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:naia.english@gmail.com
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: naiaenglish.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий